• Ƀ/$

ქუთაისის აეროპორტს 6 ახალი ავიამიმართულება დაემატება

1 თებერვალი 15:16 | ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, აგვისტოდან ქუთაისის აეორპოტიდან  6 ახალი ევროპული ავიარეისი შესრულდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის 1 თებერვლის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქაუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 1-ლი აგვისტოდან, 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. შეთანხმების შედეგად ჩვენ ეკონომიკაში დამატებით მივიღებთ 100 მლნ დოლარის ინვესტიციას და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს“,-აღნიშნა პრემეირმა.


ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. მისი გამორჩეული ნიშა ბიუჯეტური ფრენებია, რაც რეისებისა და მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდას იწვევს. 2018 წელს აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი - 212 200 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს.


მსგავს თემაზე:

მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი გაორმაგდა


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 5 მლნ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები