• Ƀ/$

ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით პირველი კვარტალიდან საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება

1 თებერვალი 15:48 | ფინანსები

საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, 2019 წლის პირველი კვარტალიდან ამოქმედდება. 

განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი თებერვლის მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად, ან ოპერირებენ ისეთ სექტორში, სადაც ბანკების მიერ კრედიტების გაცემა შეზღუდულია.


„ეს არის ინოვაციური მექანიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეს დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ევროკავშირი დაგვეხმარა ამ ნაბიჯის მომზადებაში და დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი გახდება მომავალ წლებში მთავარი ლოკომოტივი იმისა, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გავზარდოთ. ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის სიღარიბე და სიღარიბის დამარცხება შეიძლება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდით მთლიან ეკონომიკაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მსგავს თემაზე:

ბიზნესის ნაწილს მთავრობა ბანკში თავდებად ჩაუდგება



სხვა სიახლეები