• Ƀ/$

SAMSUNG GALAXY S10-ის ოპერატიული მეხსიერება 12GB- მიაღწევს

3 თებერვალი 12:00 | ტექნოლოგიები

SAMSUNG GALAXY S10-ის პრეზენტაცია 20 თებერვალსაა დაგეგმილი. ამ თარიღს განსაკუთრებით კორეული ბრენდის მოყვარულები მოელიან, თუმცა დაინტერესებული აუდიტორია კიდევ უფრო დიდია. 

S სერიის მიმართ დაინტერესება ყოველთვის იყო, თუმცა მოლოდინები ამჟამად მაინც უფრო მეტია და ეს მხოლოდ სერიის საიუბილეო მე-10 გამოცემით არ არის განპირობებული. დეტალები ჯერ ოფიციალურად არ საჯაროვდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციებით გარკვეული სურათის შექმნა შესაძლებელია.


სმარტფონს წინა მოდელებისგან რამდენიმე მახაიათებელი გამოარჩევს: 1) ეკრანში ჩაშენებული სელფის კამერა, 2) ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდი 3) ყველაზე მთავარი - 5G მხარდაჭერა, რაც ბერვად უფრო მეტია ვიდრე კამერის რეზოლუციის ხარისხის, ან მეხსიერების მოცულობის გაუმჯობესება.


ცნობილია ასევე ისიც, რომ კომპანია ერთდროულად 3 მოდიფიკაციის  წარდგენას აპირებს, ესენია: S10 Lite, დიაგონალით 5.8 ინჩი, S10 – 6.1 ინჩი და S10+ დიაგონალი 6.4 ინჩი.



სიახლეა პროცესორშიც, რომელიც 10-ის მაგივრად 7 ან 8 ნანომეტრიანი იქნება, რაც წარმადობის ზრდასთან ერთად ბატარიის ეკონომიასაც ნიშნავს, რომლის ტევადობამაც S10+ -ში შესაძლოა 5000 მილი ამპერ/საათსაც მიაღწიოს.   


ოპერატიული მეხსიერება მოდელების მიხედვით 6GB და 8GB იქნება, S10+ - ის პრემიუმ მოდელის შემთხვევაში კი 12 GB-საც მიაღწევს. შიდა მეხსიერება კი 128GB-დან 1TB-მდე იმერყევებს.


ერთ-ერთ ინტრიგად ეკრანი და მისი გარჩევადობა რჩება. მოლოდინის საპირისპიროდ ის მაინც არ იქნება 4K (3840 X 2160)  და კვალვ S8-ისა და S9-ის მსგავსად (2960 X 1440)-ზე დარჩება. კამერა 8 და 12 მეგაპიქსელიანი. ჯერ კიდევ დასადგენია სელფის კამერა შუაში იქნება თუ მარჯვენა კიდეზე. სხვა ყველაფერთან ერთად შესაძლებელია უსადენო ყურსასმენების ხილვაც.


რაც შეეხება ფასს 128GB-იანი  S10 Lite $800-დან დაიწყება და 1TB-იანი S10+ - ის ღირებულება კი $1700-ს გადააჭარბებს. გაყიდვები მარტიდან დაიწყება.


მსგავს თემაზე:

5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება


5G - მეტი ვიდრე მობილური ინტერნეტი 2020 წლიდან


SAMSUNG სმარტფონებში M სერიას ამატებს


SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა



სხვა სიახლეები