• Ƀ/$

წლიურმა ინფლაციამ იანვარში 2.2% შეადგინა

4 თებერვალი 11:33 | ფინანსები

წლიურმა ინფლაციამ 2019 წლის იანვარში 2.2% შეადგინა, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 1.3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად 10.1%-ით ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო გაძვირდა, თუმცა საერთო ინფლაციაზე ყველაზე მეტი 1%-იანი გავლენა სურათისა და უალკოჰოლო სასმელების 3.2%-იანმა გაძვირებამ გამოიწვია. იმავე პრეიოდში ტანსაცმელსა და კავშირგაბმულობაზე შესაბამისად 8.8 და 2.5 პროცენტიანი დეფლაციაც დაფიქსირდა.


ტენდენცია მსგავსია ერთთვიანი ინფლაციის შემთხვევაშიც რა დროსაც ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 5.8%-ით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 3.2%-ით გაძვირდა.



მსგავს თემაზე:

საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $12.4 მლრდ-ს გადააჭარბა


2018 წლის ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა



სხვა სიახლეები