• Ƀ/$

ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-19 ადგილზეა

9 თებერვალი 11:00 | ეკონომიკა

ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსს წლებია საფრანგეთი ინარჩუნებს. 2017 წელს საფრანგეთმა $10.282 მლრდ-ს ღვინის ექსპორტი განახორციელა.

საფრანგეთი ასევე პირველია ღვინის ფასის მიხედვითაც. 1 ლიტრი ფრანგული ღვინო საშუალოდ $6.59 ღირს. იტალიური ღვნის ღირებულება - $3.06 ფრანგულის ნახევარ ფასსაც ვერ აღწვევს,  მაგრამ $6.762 მლრდ-ით მყარ მეორე ადგილს იკავებს. სამეულს $3.255 მლრდ-ით კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფო ესპანეთი ასრულებს. მეოთხე-მეხუთე ადგილებს ჩილე და ავსტრალია ინაწილებენ. ექსპორტი $1 მლრდ-ს აჭარბებს ასევე აშშ-ის ახალი ზელანდიისა და გერმანიის შემთხვევაშიც. რეიტინგში $567 მლნ-ით ჰონკონგი მე-13, ხოლო $476 მლნ-ით სინგაპური მე-14 ადგილს იკავებს. ერთიც და მეორეც რეექსპორტის დამსახურებაა.


საქართველო მე-19 პოზიციაზეა. 2017 წელს საქართველომ $171 მლნ-ს ექსპორტი განახორციელა. რეიტინგში რომ 2018 წლის მონაცემები ყოფილიყო გათვალისწინებული საქართველოს სავარაუდოდ 2 ადგილით უკეთეს პოზიციას დაიკავებდა. 2018 წელს ღვინის ექსპორტი 20%-ით $203 მლნ-მდე გაიზარდა. ტრადიციული ბაზრები კი ამ მასშტაბით იშვიათად იზრდებიან.



მსგავს თემაზე:

ღვინის ექსპორტმა 86 მლნ ბოთლს გადააჭარბა


ქართული ღვინო TOP ხუთეულში მოხვდა


ღვინის აქციზი ირლანდიაში 1 ბოთლზე 5.65 ევროა, საფრანგეთში 112-ჯერ ნაკლები



სხვა სიახლეები