• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 40 მლნ ისესხა

5 თებერვალი 13:24 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 5 თებერვლის  სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  87 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.850 პროცენტით, მაქსიმალური 6.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  6.890 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები