• Ƀ/$

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა

5 თებერვალი 13:50 | ეკონომიკა

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 324 554 მგზავრს მოემსახურა, რაც 25% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 259 612 მგზავრი). 

იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252 178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი მგზავრი 222 400).


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112% გაიზარდა და 55 895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 26 345 მგზავრი).



ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 15 973 მგზავრმა ისარგებლა. რაც 52% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის იანვარი 10 504 მგზავრი).


მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ აეროპორტებშიც. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2019 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 18 % გაიზარდა და 401 მგზავრი შეადგინა. (2018 წლის იანვარი 340 მგზავრი).  ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 2 წლის გახდა, გასულ თვეს 107 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 % გაიზარდა (2018 წლის იანვარი 23 მგზავრი).


მსგავს თემაზე:

ჩინეთი ანტარქტიდაში რეგულარული აეროპორტის მშენებლობას გეგმავს


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 5 მლნ-ს გადააჭარბა


ქუთაისის აეროპორტს 6 ახალი ავიამიმართულება დაემატება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი