• Ƀ/$

General Motors 4000 თანამშრომელს ათავისუფლებს

5 თებერვალი 17:27 | კომპანიები

უმსხვილესი ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors რესტრუქტურიზაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომელთა რაოდენობას 4000-ით ამცირებს, 1500-მა მათგანმა სამსახური უკვე დეკემბერში დატოვა.

GM-ს პრესსპიკერის პეტ მორისის განცხადებით აღნიშნული ქმედებები აუცილებლობით არის გამოწვეული რის გარეშეც კომპანიის სამომავლო განვითარება ბუნდოვანი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი სხვადასხვა ფორმებით ადგილობრივ წარმოებას ახალისებს, კონკურენცია და რობოტიზაცია მწარმოებლებს მაინც ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს. ამჟამად მსოფლიო მასშტაბი კომპანია 180 000 ადამიანს ასაქმებს, რომელთა რიცხვი შესაძლოა კიდევ შემცირდეს.


General Motors 1908 წელს დეტროიდში დაარსდა, ის აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა, Cadilak, Chevrolet, Buick… 2017 წელს კონცერნმა 9.6 მლნ ავტომობილის გაყიდვა შეძლო. აქტივებმა $212 მლრდ, შემოსავლებმა კი $145 მლრდ შეადგინა, თუმცა $10 მლრდ-იანი საოპერაციო მოგების მიუხედავად წელი მაინც $3.8 მლრდ-იანი ზარალით დასრულდა. GM-ს კაპიტალიზაცია ამჟამად $55 მლრდ-ს შეადგენს, რაც 1 წლის წინანდელ მაჩევენებელზე 10%-ით ნაკლებია.


მსგავს თემაზე:

Toyota $0.5 მლრდ-ს ინვესტირებას Uber-ის უპილოტოებში მოახდენს


Ford რუსეთში ბიზნესის გაყიდვას აპირებს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი