• Ƀ/$

სასაზღვრო კედლის დაფინანსება ტრამპმა კონგრესს წლიური ანგარიშის წარდგენის დროსაც მოსთხოვა

6 თებერვალი 11:31 | ანალიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენლობით პალატაში (კონგრესი) ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ძირითადი აქცენტები საგარეო პოლიტიკაზე გაკეთდა, თუმცა არც ეკონომიკური მიღწევები დარჩენილა ყურადღების მიღმა. 

45-ე პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან 3145 კილომეტრიანი კედლის, უფრო სწორედ კი ფოლადი ღობის ასაშენებლად $5.7 მლრდ კიდევ ერთხელ ითხოვა, მისი მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოების რანგში აიყვანა და აღნიშნა რომ არალეგალი მიგრანტების ქარავანთან ბრძოლა რომელიც აშშ-ისკენ მთელი ლათინოამერიკული სამყაროდან მიემართება ქვეყანას უფრო ძვირი უჯდება.


ვენესუელაზე საუბრისას ტრამპმა გააკრიტიკა მადურო და სოციალიზმი, მისი განცხადებით აშშ არასდროს გახდება მსგავსი ტიპის სახელმწიფო, რომელიც უმდიდრესია ბუნებრივი რესურსების მხრივ, მაგრამ არასწორი ეკონომიკური მოწყობისა და პოლიტიკური რეჟიმის გამო სიღარიბის ჭაობში იხრჩობა.


ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება ჩრდილო კორეაზე შეაჩერა და აღნიშნა რომ მან ამერიკას სისხლისმღვრელი ომი ააცილა თავიდან. მან ასევე ისაუბრა სირიაში, ერაყსა და ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე. მისი შეფასებით 2001 წლიდან მოყოლებული შტატებს საომარი კამპანიები $7 ტრლნ დაუჯდა, CNN-ის დათვლებით კი ეს თანხა 4.37-ჯერ ნაკლები, თუმცა მაინც 13 ნიშნა რიცხვია და $1.6 ტრლნ-ს შეადგენს.


ტრამპმა საშუალო და შორი რადიუსის რაკეტების შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებიც განმარტა და მასში რუსეთი დაადანაშაულა, რომელიც ბოლო წლებში შეთანხმებას სისტემატურად არღვევდა, ოღონდ მას არ აღიარებდა.


ეკონონომიკაზე საუბრისას ტრამპმა ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასა და 5 მლნ-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გაუსვა ხაზი რამაც უმუშევრობის დონე 4%-მდე შეამცირა.


მსგავს თემაზე:

ტრამპი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს გადაჭარბებულად მიიჩნევს


დონალდ ტრამპმა ჩინეთთან ვაჭრობის შესაძლო მონახაზის შექმნა მოითხოვა


ბრაზილიის ახალ პრეზიტენტს ტრამპთან და პინოჩეტთან აიგივებენ


აშშ რუსეთს აფრთხილებს, უარი თქვას ვენესუელიდან ოქროს და ნავთობის დატაცებაზე



სხვა სიახლეები