• Ƀ/$

მაკედონიამ ნატოსთან გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

6 თებერვალი 16:24 | ანალიტიკა

საბერძნეთთან ხანგძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მაკედონიამ ნატოსთან გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ორგანიზაციის სრულფასოვან წევრობამდე ალიანსის ქვეყნების რატიფიცირებაა საჭირო, რაც მხოლოდ დროის საკითხია. 

1991 წელს იუგოსლავის დაშლის შემდეგ ნატოში გაწევრიანების სურვილი მაკდეონიამაც გამოთქვა, მაგრამ მის სურვილს საბერძნეთი ბლოკავდა და ქვეყანას სახელის გადარქმევას სთხოვდა. ლინგვისტური გაუგებრობის გამო ბევრ ადამიანს ბერძენი ალექსანდრე მაკედონელი ამ პატარა სამხრეთ ევროპული სახელმწიფოდან ჰგონია, რომელსაც ახლა უკვე ოფიციალურად „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ ეწოდება. „მაკედონია“ ჰქვია საბერძნეთის ერთ ჩრდილოეთ პროვინციასაც.


ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა რომ ძალიან მალე, ნატოს შტაბბინის წინ 30-ე დროშა აფრიალდება.


ნატო - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 1949 წლის 4 აპრილს საბჭოთა კავსირისგან თავდასაცავად შეიქმნა. თავდაპირველად მასში 11 ქვეყანა გაწევრიანდა რომელთა რიცხვიც ეტაპობრივად 29-მდე გაიზარდა. 1999 წლიდან ის მხოლოდ ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრი სახელმწიფოების ხარჯზე ფართოვდება, რომელთა რიცხვი დღეს 13-ს აღწევს:



  •     1999 - უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი

  •     2004 - ლიეტვუა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვენია, სლოვაკეთი

  •     2009 - ალბანეთი, ხორვატია

  •     2017 - მონტენეგრო


მაკედონია ამ ჩამონათვალში მე-14, საერთოდ კი 30-ე წევრი იქნება.


საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ისტორია 1992 წლიდან იწყება. ალიანსში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურმა თბილისმა პირველად 2002 წელს პრაღის სამიტზე გააკეთა. 2006 წლიდან საქართველო ასპირანტი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს. აქტიური თანამშრომლობა სამხედრო წვრთნებისა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღების დონზე დღემდე გრძელდება.


მსგავს თემაზე:

NATO-ს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების ტემპები და მასშტაბები


თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა გაიზრდება


ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა



სხვა სიახლეები