• Ƀ/$

ვენესუელამ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვა

7 თებერვალი 11:34 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვენესუელამ კოლუმბიასთან დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტა. მადუროს მხარდამჭერ არმიას არც სამხედრო კოლონა შეუჩერებია და არც კონტრაბადა, ავტოკოლონა ჰუმანიტარული დახმარებით იყო სავსე. 

მადუროს განცხადებით „ვენესუელა მათხოვარი არ არის,“ თუმცა ამ განცხადების გაკეთებისას არ განუმარტავს როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა თვეში 4-5 დოლარზე, რომელიც ყველას არ გააჩნია და არც იმის მიზეზებზე უსაუბრია თუ რატომ ყიდულობენ მოქალაქეები პროდუქტს პირადობის ბოლო 2 ციფრის მეშვეობით და ისიც იმ შემთხვევაში თუ მისი რიგის მოსვლის დროს პროდუქტის რაოდეობა არ ამოიწურა.


საყოველთაო სიღატაკის, ჰიპერინფლაციისა და პერმანენტული საპროტესტო აქციების მიუხედავად მადურო თანამდებობას არ ტოვებს. მთელმა ამერიკის კონტინენტმა კუბის, ნიკარაგუისა და ბოლივიის გამოკლებით, ასევე საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ და საქართველომ დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუადიო ცნო. მადუროს კი მხარს რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი უჭერს. მადუროს რეჟიმის დასამხობად ტრმპმა სამხედრო ჩარევა დასაშვებად მიიჩნია.


მსგავს თემაზე:

ვენესუელური ბოლივარი 1 წელიწადში 137 200 000%-ით გაუფასურდა


ვენესუელაში კრიზისი გრძელდება, მადურო სამოქალაქო ომით იმუქრება



სხვა სიახლეები