• Ƀ/$

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.2 მლრდ-ს მიაღწია

7 თებერვალი 12:02 | ეკონომიკა

საქართველოში 2019 წლის იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305 939 შეადგინა, რაც 17 061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +5.9%). ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. 

იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: პოლონეთი +130.5%, ჩეხეთი +96%, ესპანეთი +65.1%, ლატვია +63.5%, გერმანია +46.6%, ლიეტუვა +40.8% და სხვა.


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +217.1%, ისრაელი +132.1%, ყირგიზეთი +112%, ჩინეთი +72.8%, საუდის არაბეთი +72.7% და სხვა.


ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი


წინასწარი მონაცემებით 2018 წელს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში $3.2 მლრდ-ს შეადგენს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში $2.57 მლრდ-ს შეადგენს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში $2.7 მლრდ შეადგინა. (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.


მსგავს თემაზე:

The telegraph-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა


საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს



სხვა სიახლეები