• Ƀ/$

რუსულ-აზერბაიჯანული საავტომობილო ქარხნის მშენებლობას საფუძველი 9 თებერვალს ჩაეყრება

7 თებერვალი 13:49 | ეკონომიკა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ ორეშკინი 8 თებერვალს აზერბაიჯანში ვიზიტს განახორციელებს. 

ვიზიტის ფარგლებში რუსული დელეგაცია „იარაგ-ყაზმალიარის“ სასაზღვრო-გამშვები პუტნქის რეკონსტრუქციის სამუშაოებს დაათვალიერებს, ასევე მდინარე სამურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას.


აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროექტები სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებისთვის მნიშვნელოვანია და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას შეუყობს ხელს.


9 თებერვალს კი, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება; საფუძველი ჩაეყრება საავტომობილო ქარხნის მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანული „აზერმაშის“ და რუსული „გაზ-გრუპის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანი უარყოფს ინფორმაციას ვენესუელისთვის $500 მლნ–იანი კრედიტის მიცემის შესახებ


ბულგარეთი რუსულ გაზს ნაწილობრივ აზერბაიჯანულით ჩაანაცვლებს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი