• Ƀ/$

მასწავლებელთა ხელფასი სექტემბრიდან გაიზრდება

7 თებერვალი 14:28 | მედია ბიზნესისთვის - M2B

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დააანონსა.

„მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია - სკოლების გაძლიერება - ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს შემოქმედებით მიდგომაზე.


მისივე თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია. გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე.


მსგავს თემაზე:

რობოტი მასწავლებლის ფუნქციას შეითავსებს


მასწავლებლთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება


N61-ე საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდა



სხვა სიახლეები