• Ƀ/$

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გამტარუნარიანობა საათში 1200 მგზავრამდე გაიზრდება

7 თებერვალი 17:33 | ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები 7 თებერვალს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა. 

მისი განცხადებით, მეორე ფაზის სამუშაოებით განსაზღვრულია აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა. რის შემდეგაც ტერმინალის ექსტერიერი დასრულებული იქნება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.


,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. დაიწყო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები, რომელიც გულისხმობს შენობის შეფუთვასა და გადახურვას. შემდეგი ეტაპები იქნება საინჟინრო სისტემების გაყვანა. პარალელურად მოხდება ახალი ტერმინალის სპეციალური დანადგარებითა და ავეჯით აღჭურვა. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი გვექნება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.


იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 112%-ით გაიზარდა და 55 895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 26 345 მგზავრი). ამ მაჩვენებლით ის ევროპაში პირველ ადგილზეა.


მსგავს თემაზე:

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობამ 155 000-ს გადააჭარბა


ქუთაისის აეროპორტს 6 ახალი ავიამიმართულება დაემატება


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები