• Ƀ/$

Tesla Model 3-ის გაყიდვები 74%-ით შემცირდა, მიზეზები და მოლოდინები

9 თებერვალი 13:00 | ტექნოლოგიები

აშშ-ში იანვრის მონაცემებით Tesla Model 3-ის გაყიდვები, გასული წლის დეკემბერთან შედარებით რადიკალურად 74%-ით 6500-მდე შემცირდა, თუმცა მაინც პირველი ადგილი დაიკავა. 

დეკემბერში რეალიზებული 25 250 მოდელიდან ეს მართლაც დიდი ვარდნაა, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორიც. იანვარი ყოველთვის მძიმე თვეა, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს 2016 წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, 2016 წლის მონაცემები 2018 წლის იანვრისას მაინც აჭარბებდა. მთელი იანვარი შტატებში ე.წ. შათ დაუნი გრძელდებოდა, რა დროსაც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული 800 000 ადამიანი ან უხელფასო შევებულებაში იყო გაშვებული, ან უხელფასოდ მუშაობდა. გარდა ამისა რიცხვი 6500 აღნიშნავს მხოლოდ შტატებში გაყიდულ მოდელებს, 2019 წლიდან კი მოდელმა ევროპაშიც შეაღწია. რა რაოდენობის მოდელი გაიყოდა ევროპაში ჯერ უცნობია, თუმცა შეკვეთამ 14 000-ს გადააჭარბა. შეკვეთების 2/3 ნორვეგიასა და გერმანიაზე მოდის.


აშშ-ში იანვარში სულ 17 040 ელექტრომობილი გაიყიდა. შედარებისთვის, 2018 წლის იანვარში ამ რიცხვმა 12 009, ხოლო იმავე წლის დეკემბერში 49 900-ს მიაღწია. აღნიშნული იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ საერთო ჯამში 2019 წელი 2018-ზე უკეთესი იქნება. თავას ტესლას წლიური გეგმა Model 3-ის შემთხვევაში 500 000-ს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.42-ჯერ აღემატება.  


აღსანიშნავია,რომ Tesla ანგარიშებს არა ყოველთვიურად, არამედ ყოველკვარტალურად აქვეყნებს. კომპანიის აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე, მცირედით მაგრამ მაინც $310-დან $317-მდე გაიზარდა, რაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ იანვრის ვარდნას ინვესტორები არ დაუფრთხია და მათ კვლავ აქვთ სამომავლო იმედები.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილი 20 წელიწადში დომინანტი გახდება


2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


Tesla ევროპის სწაფდამტენებით სრულად დაფარვას გეგმავს


Tesla-ს კვარტალურმა გაყიდვებმა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელს 33%-ით გადააჭარბა


Tesla-ს თითოეული ელექტრომობილი $2000-ით გაიაფდება


ელექტრომობილების ინდუსტრიაში ავტომწარმოებლები $300 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებენ


ელექტრომობილების მფლობელების სახლებთან დასამუხტ სადგურებს უფასოდ დაამონტაჟებენ



სხვა სიახლეები