• Ƀ/$

აშშ-ის შესაძლო თავდასხმის მოლოდინში მადურო თავდაცვის პოზიციებს აძლიერებს

8 თებერვალი 12:55 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მას შემდეგ რაც ტრამპმა ვენესუელაში რეჟიმის სამხედრო ჩარევით ცვლილება დასაშვებად მიიჩნია, მადურომ თავდაცვითი პოზიციები გააძლიერა, რაშიც მას მეზობელი კუბა და მთავარე მოკავშირე რუსეთი აქტიურად ეხმარება. 

4 თებერვალს, ვენესუელაში სამხედრო წვრთნების დროს რუსულმა შვეულმფრენმა Mi 35-მა კატასტროფა განიცადა. ოფიციალური ცნობებით 5 ადამიანი დაშავდა და არავინ გარდაცვლილა, თუმცა მედიით 4 ადამიანის გარდაცვალების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. წვრთნებს ერთადერთი მიზეზი ჰქონდა - აშშ-ისთვის წინააღმდეგობის გაწევის სცენარის შემუშავება.


შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით მადურომ დაცვა კუბელი ჯარისკაცებით გააძლიერა.


ქვეყანაში პროცესები ჩიხშია შესული. ოპოზიციის ლიდერს ხუან გუადიოს, რომელიც დროებით ლეგიტუმურ პრეზიდენტად ამერიკის კონტინენტის ქვყნების უმრავლესობამ, გერმანია, საფრანგეთმა, ესპანეთმა, საქართველომ და ევროსაბჭომ ცნო, მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს. გენერალიტეტის უმრავლესობა კი მხარს მადუროს უჭერს, ისინი ნავთობის ბიზნესშიც არიან ჩართულნი. მოსახლეობის დიდ ნაწილს საკვების პრობლემა აქვს, ამის მიუხედავად მადურომ კოლუმბიიდან მომავალ ჰუმანიტარული დახმარების კოლონას გზა გდაუკეტა.


მსგავს თემაზე:

ვენესუელაში კრიზისი გრძელდება, მადურო სამოქალაქო ომით იმუქრება


ვენესუელამ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვა



სხვა სიახლეები