• Ƀ/$

სომხეთის პრემიერი ეკონომიკურ რევოლუციას იწყებს

8 თებერვალი 14:02 | ეკონომიკა

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ კაბინეტის ახალი პროგრამა, რომელიც ოთხშაბათს წარმოადგინეს, ეკონომიკური რევოლუციის დასაწყისი უნდა გახდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.


„მთავრობის ახალი პროგრამა სრულად შეესაბამება ჩვენს კონცეპტუალურ წარმოდგენებს. ჩვენი კონცეპტუალური მიდგომისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური რევოლუცია გამოვაცხადეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრთა კაბინეტის ფუნქცია იგივე რჩება, რაც იყო: ხავერდოვანი რევოლუციის პოლიტიკური პლატფორმის რეალიზაცია სომხეთში ახალი შესაძლებლობების გაჩენას გულისხმობს“, – თქვა ფაშინიანმა.


პრემიერის თქმით, მთავრობის ახალ სტრუქტურას უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ.


სომხეთის პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 14 იანვარს მოაწერა ხელი.


მსგავს თემაზე:

პრემიერობისკენ გზაგახსნილი ფაშინიანი რუსეთთან მეგობრობის პირობას დებს


საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: ფაშინიანის ბლოკმა 70%-ზე მეტი აიღო



სხვა სიახლეები