• Ƀ/$

კასპიის „ხუთეული“ ბაქოში შეიკრიბება

8 თებერვალი 14:18 | ეკონომიკა

კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციის რეალიზაციის სამუშაო ჯგუფი, საგარეო საქმეთა სამინისტროების ეგიდით, ბაქოში 19–20 თებერვალს გამართავს პირველ სამუშაო შეხვედრას.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, 2018 წლის 12 აგვისტოს აქტაუში ხელმოწერილი დოკუმენტის რეალიზაციის თემას განიხილავენ, რომელიც კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს.


რუსეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, ირანმა და თურქმენეთმა მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გასული წლის 12 აგვისტოს, კასპიის ზღვა გაიყვეს.


მოსკოვი ამ რეგიონს თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და მრავალი წელია ამ გავლენების შენარჩუნებაზე მუშაობს. კრემლი ისეთ პროექტებს ებრძვის, როგორიცაა, მაგალითად, თურქმენეთ–აზერბაიჯანის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც ეს ქვვეყნები ევროპის ბაზარზე რუსეთისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ.


კრემლი იმისათვის დათანხმდა კასპიის გაყოფას, რომ პირდაპირი კავშირები მოეპოვებინა ირანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სამეზობლო თანამშრომლობის დონე აემაღლებინა იმ ფონზე, როდესაც რეგიონშიმ აშშ და ჩინეთი ცდილობენ ფეხის მოკიდებას.


სანაცლოდ რუსეთი ღებულობს იმის გარანტიებს, რომ კასპიის აკვატორიაში ვერ განთავსდება ვერცერთი მესამე ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბაზა, რაც ნიშნავს, რომ კასპიის ზღვაზე სრულ კონტროლს აწესებს რუსეთის სამხედრო ფლოტი.


მსგავს თემაზე:

დააფრთხობს თუ არა „გაზპრომს“ კასპიის გაზის ევროპისკენ სვლა?


კასპიის გაყოფა – კრემლის სტრატეგიული გამარჯვება


კასპიის ბუნდოვანი კონვენციის ფონზე ბაქო ამტკიცებს, რომ ფსკერზე გაზსადენს გაიყვანს


კრემლი კასპიის ფსკერზე მილსადენის გაყვანის პირობას ასახელებს



სხვა სიახლეები