• Ƀ/$

ექსპერტი: სომხეთის პრემიერის დაანონსებული ეკონომიკური რევოლუცია საკმაოდ ამბიციურია

ექსკლუზივი
8 თებერვალი 17:50 | ეკონომიკა

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ პოლიტიკური პლატფორმის რეალიზაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ამასთან, ფაშინიანს დეტალებში არ უსაუბრია თუ რას გულისხმობს ეკონომიკური რევოლუცია, რომელსაც, მისივე თქმით, სომხეთის მოსახლეობა უახლოეს მომავალში იხილავს.


M2B-სთან საუბარში სომეხმა ექსპერტმა ალექსანდრე ისკანდერიანმა აღნიშნა, რომ „ეკონომიკურ რევოლუციაში“ იგულისხმება კორუფციასთან ბრძოლა და ბიზნესის წარმოებისთვის თანაბარი პირობების შექმნა, რომ მოხდეს პოლიტიკის და ბიზნესის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც სომხეთისთვის დღეს არის დამახასიათებელი“.


ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სომხეთი საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს.


„სხვა და სხვა ქვეყნების გამოცდილება იქნება გაზიარებული, მათ შორის საქართველოს გამოცდილებაც, რომელიც სომხეთში გამოიყენებოდა და გამოიყენება და მომავალშიც იქნება გამოყენებული, ყოველ შემთხვევაში, ეს გამოცდილება სომხეთში შესწავლის საგანი ყოველთვის იყო. შესაძლოა კოპირება არ მოხდეს, მაგრამ ასე ვთქვათ, გამოცდილების გათვალისწინება აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება ეკონომიკურ რევოლუციას, აქ საუბარია კორუფციასთან ბრძოლაზე. ბატონი ფაშინიანი ამას ეძახის მონოპოლიების ლიკვიდაციას. რეალურად ეს არის თანაბარუფლებიან პირობის შექმნა ბიზნესისთვის; ლიცენზიის მიღება იქნება, თუ საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება, რომ ცალკეული კომპანიები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იყვნენ. ამოცანა ძალიან ამბიციურია“, - აღნიშნა ექსპერტმა.


სხვა სიახლეები