• Ƀ/$

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" რეგულაციების ქვეშ მოექცა

8 თებერვალი 19:12 | მედია ბიზნესისთვის - M2B

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობის დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ევროკავშირის ახალი რეგულაციები არ კრძალავს, მაგრამ ართულებს გაზსადენის პროექტს. 

ევროკავშირის 28 სახელმწიფომ გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივა გაიზიარა. ევროგაერთიანების ზოგიერთ ქვეყანას უფრო მკაცრი პოზიცია გააჩნდა, თუმცა ბოლოს კონსესუი იქნა მიღწეული.


გერმანია გარდა იმისა, რომ ევროპაში გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელია - წელიეადში 90 მილირდი კუბური მეტრი, რაც მთელი ევროკავშირის მოხმარების 19%-ს შეადგენს, ის ასევე #1 ეკონომიკის მქონე ქვეყანაა კონტინენტზე, გარდა ამისა მილსადენი უშუალოდ კვეთს მას. ყოველივე ამის გამო გერმანიის როლი ყოველთვის გამორჩეულია. აღსანიშნავია თავად გერმანიის დამოკიდებულებაც რუსეთთან, რომელიც სხვა ევროპული ქვეყნების უმეტეს ნაწილთან შედარებით თითქმის ყოველთვის უფრო რბილია.



ახალი რეგულაციები, რუსეთს ახალ ვალდებულებებს აკისრებს, რაც პროექტის ღირებულებას გაზრდის.


„ჩრილოეთის ნაკადი 2“ 1220 კილომეტრის სიგრძისა და 122 სმ დიამეტრის მქონე მილსადენია, რომლის გამტარუნარიანობაც წლიურად 55 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს. მისი განხორციელება 2011 წელს დაიწყო. პროექტს ტრამპი ეწინააღმდეგება და მონაწილე ქვეყნებს სანქციებით სანქციებით ემუქრება. გარდა იმისა რომ მისი დასრულების შემთხვევაში ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება გაიზრდება, სატრაზიტო შემოსავლები უმცირდება უკრაინას. გერმანიის მტკიცებით პროექტს მხოლოდ ეკონომიკური მიზნები აქვს, თუმცა მერკელის გულწრფელობაში თეთრ სახლში ეჭვი ეპარებათ.


მსგავს თემაზე:

გერმანიის ენერგოობიექტებს რუსი ჰაკერები უტევენ, ევროპა წყვდიადის საფრთხეშია


,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - საფრთხე რუსეთის მხრიდან


ბერლინი პროექტიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიის გასვლის წინააღმდეგია


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის გამო აშშ გერმანულ ფირმებს სანქციებით დაემუქრა


ლიეტუვა და უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის წინააღმდეგ


აშშ-ის სენატში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შემაჩერებელი რეზოლუციის პროექტი შევიდა



სხვა სიახლეები