• Ƀ/$

2019 წლის ტექნოლოგიური ტენტენციები (ნაწილი II)

10 თებერვალი 12:00 | ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები განვითარებას განაგრძობს, 2019 წელს რაიმე რევოლუციური ნახტომი მოსალოდნელი არ არის, თუმცა უპლიტო ავტომობილებისა და 8K გარჩევადობის მქონე ტელევიზორების მიმართულებით პროგრესი მაინც გამოჩნდება.

უპილოტო ავტომობილები. საუკეთესო შემთხვევაში თვითმართვადი ავტომობილები ელექტრომობილებს 10 წლით ჩამორჩებიან. ამჟამად გზებზე 5 მლნ ელექტრომობილი მოძრაობს, იქნება თუ არა 5 მლნ უპილოტო 2029 წლისთვის ძნელი სათქმელია. პასუხისმგებლობის პრობლემა გადაუჭრელ ამოცანად რჩება. ავტოპილოტს მძღოლები უკვე ათწლეულებია იყენებენ, მაგრამ საერთოდ უმძღოლო ავტომობილი მაინც განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია.


ექსპერიმენტები უპილოტო ავტომობილის შექმნაზე ჯერ კიდევ 20-იანი წლებიდან ტარდებოდა, მაგრამ პირველი პროტოტიპი მხოლოდ 1977 წელს იაპონურმა Tsukuba-მ წარმოადგინა, რომლის სიჩქარეც 30 კმ/სთ-ს შეადგენდა. მას შემდეგ 40 წელზე მეტი გავიდა. დღეს ყველაზე ცნობილ უპილოტოს Waymo-ს, რომელსაც Google აწარმოებს, უკვე 16 მლნ კმ აქვს გავლილი (ყველა მოდელს ჯამურად). უპილოტოებში სერიოზულ პერსპექტივას ხედავენ ისეთი მწარმოებლები როგორებიც არიან Tesla, Toyota და Volkswagen.


უპილოტოების სერიული წარმოების ერთ-ერთი მთავარი პირობა ძალიან სწრაფი უსადენო ინტერნეტია, 5G-ის მოსამზადებელი სამუშაოები კი ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ 2019 წელს სრულდება.   


უპილოტოები, ელექტრომობილებთან ერთად, პრინციპში უპილოტოების აბსოლუტური უმრავლესობა ელექტრომობილი იქნება, სატრანსპორტო რევოლუციაში ჩაერთვებიან. მათი მეშვეობით მგზავრობა და გადაზიდვები გაიაფდება, თუმცა ეტაპობრივად რამდენიმე მილიონ მძოლსაც მოუწევს ახალი სამუშაო ადგილის მოძებნა.



8K გარჩევადობის ტელევიზორები. კიდევ ერთი პოპულარული მიმართლება 2019 წელს 8K გამოსახულების მქონე ტელევიზორები იქნება.  8K ტელევიზორი, უპილოტო ავტომობილისგან განსხვავებით თვისობრივად ახალ პროდუქტს არ წარმოადგენს და უკვე კარგად ნაცნობი 4K-ს გაუმჯობესებული ვერსიაა, თუმცა მისი შეძენა მგაცილებით მარტივი, იაფი და უსაფრთხოა. წლის ბოლომდე აშშ-ში 8K გარჩევადობის მქონე ეკრანიანი ტელევიზორი 660 000 ადამიანს ექნება რაც 3 წელიწადში 5 მლნ-მდე გაიზრდება.


8K (7680 X 4320) 4K-ზე 4-ჯერ, ხოლო FULL HD-ზე 16 ჯერ მკაფიო გამოსახულების უზრუნველყოფას ახდენს, მაგრამ მას თავისი პრობლემებიც ახლავს. პირველი კონტენტის ნაკლებობაა, იაპონია ერთადერთი ქვეყანაა სადაც გასული წლის ბოლოს რამდენიმე ტელევიზია  8K ფორმატზე გადავიდა. მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები ჯერ 4K-ზეც არ მაუწყებლობენ. 8K გარჩევადობის სრულმეტრაჟიანი ფილმები პრაქტიკულად არ არსებობს, გამონაკლისი მცირე 3-5 წუთიანი ვიდეორგოლებია. პროდუქტი ძვირია და ადამიანის თვლასაც უჭირს ასეთი ღრმა დეტალიზაციის სრული მასშტაბით აღქმა.



მსგავს თემაზე:

უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია


გერმანიის ავტობანზე უპილოტო სატვირთოები დღეში სამ რეისს შეასრულებენ


Toyota $0.5 მლრდ-ს ინვესტირებას Uber-ის უპილოტოებში მოახდენს


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა


Pimax-მა 8K გარჩევადობის ვირტუალური რეალობის სათვალე წარადგინა


იაპონური ტელევიზიები 4K-დან 8K გარჩევადობის ფორმატში მაუწყებლობაზე გადადიან


2019 წლის ტექნოლოგიური ტენტენციები (ნაწილი I)



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი