• Ƀ/$

ტრამპი: „ჩრდილოეთ კორეა დიდი ეკონომიკური ლოკომოტივი გახდება“

10 თებერვალი 14:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეა, კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით „დიდი ეკონომიკური ლოკომოტივი გახდება“.

ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი შეხვედრა ჩრდილოკორეელ ლიდერთან ვიეტნამის დედაქალაქში 27–28 თებერვალს გაიმართება.


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 8 თებერვალს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აშშ–ის სპეცწარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სამდღიანი მოლაპარაკებები გამართა ფხენიანში, რომელიც ჰანოიში ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის ორგანიზებას ეხებოდა. სტივენ ბიგუნმა და მისმა ჩრდილოკორეელმა კოლეგამ კიმ ხიოკ ჩხოლმა ტრამპისა და კიმის მიერ გასული წლის ივნისში, სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე დასახული ამოცანების შესრულების საკითხები განიხილეს.


სააგენტო როიტერის ცნობით, სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე მხარეები ჯერ კიდევ შორს არიან პოზიციების შეთანხმებისგან ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.


მსგავს თემაზე:

ცენტრალური ბანკებისა და ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის შეხვედრის კვირა


აშშ-ის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეა $0.5 მლრდ-ით დააჯარიმა



სხვა სიახლეები