• Ƀ/$

სანქციების გამო ვენესუელამ 2013 წლიდან $350 მლრდ დაკარგა

11 თებერვალი 10:15 | ეკონომიკა

ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანა 2013 წლიდან დღემდე $350 მლრდ–ით აზარალა.

უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ გეოპოლიტიკის საკითხებში ლათინოამერიკული სტრატეგიული ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.


„საფინანსო და სავაჭრო ბოიკოტმა 2013–17 წლებში ვენესუელას მშპ–ის 1,1–1,6% დააკარგვინა“, – ნათქვამია დოკუმენტში.


ვენესუელის ეროვნული ვალუტა - ბოლივარი ფაქტობრივი პრეზიდენტის ნიკოლას მადურს რეიტინგის ვარდნის ტემპით განაგრძობს გაუფასურებას. $1 ამჟამად 3295 ბოლივარი ღირს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელს 5.17-ჯერ აღემატება.


ვალუტის ასტრონომიული გაუფასურების გამო, გასული წლის აგვისტოში მადურომ დენომინაციაც მიმართა და ბოლივარს 5 ნული ჩამოაშორა. დენომინაციამ დენომინაციისთვის არ გაამართლა. აგვისტოდან მოყოლებული ბოლივარი 80-ჯერ ბოლო 1 წელიწადში კი 1 372 000-ჯერ, ანუ 137 200 000%-ით გაუფასურდა. თუმცა რომ არა დენომინაცია ახლა $1-ის ოფიციალური ღირებულება 329 000 000 ბოლივარი იქნებოდა.


მსგავს თემაზე:

ვაშინგტონმა ვენესუელის საბანკო ანგარიშები ოპოზიციას გადასცა


აშშ რუსეთს აფრთხილებს, უარი თქვას ვენესუელიდან ოქროს და ნავთობის დატაცებაზე


ვენესუელაში კრიზისი გრძელდება, მადურო სამოქალაქო ომით იმუქრება


ვენესუელამ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვა



სხვა სიახლეები