• Ƀ/$

ფინეთში უმუშევართა საყოველთაო დახმარების მცდელობამ არ გაამართლა

11 თებერვალი 11:14 | ეკონომიკა

ფინეთში უმუშევართა დახმარების ახალმა მოდელმა, რომელიც თვიურად €560-იან სუბსიდირებას ითვალისწინებდა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბენეფიციარი სამსახურს იშოვიდა, არ გაამართლა, უმუშევრობა არ შემცირდა. 

საცდელი პროექტი 2017 წელს ამოქმედდა. 2000 შემთხვევით შერჩეულ უმუშევარს €560-იანი ($634) გარანტირებული შემოსავალი გაუჩნდა. პროექტის მიზანს უმუშევრების სასურველ სამუშაო ადგილზე დასაქმება წარმოადგენდა. უმუშევარს თავის თავზე უნდა ემუშავა, შეეძინა საჭირო უნარ-ჩვევები, აემაღლებინა კვალიფიკაცია. თუმცა რეალობაში ასე არ მოხდა და სწორედ ეს გარანტირებული შემოსავალი გახდა ფინელთათვის დემოტივატორი. პროგრამას რომ გაემართლებინა, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდებოდა.


მსგავსი საყოველთაო დახმარების მცდელობა პირველი არ არის. 2016 წელს შვეიცარიამ რეფერენდუმზე გაიტანა საკითხი რომელიც თითოეული მოქალაქისთვის, თვიურად 2500 ფრანკის, რაც დაახლოებით ამდენივე აშშ დოლარია, უპირობო გადაცემაც ითხოვდა. მოსახლეობის 78%-მა მუქთა შემოსავლის წინააღმდეგ მისცა ხმა. თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე პროგრამას შვეიცარიის ეკონომიკაც ვერ გაუძლებდა.


ცხოვრების დონე ფინეთშიც საკმაოდ მაღალია და შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $45 000-ს აღწევს, თუმცა უმუშევრობა არც ისე მცირეა და 8.2%-ს აჭარბებს. საყოველთაო დახმარების პროგრამა კი დიდი ალბათობით ეკონომიკის 2.6%-იან ზრდას რაც განვითარებული ქვეყნისთვის ცუდი არ არის, მაგრამ არც საუკეთესოა, კიდევ უფრო შეამცირებდა.


მსგავს თემაზე:

უმუშევრობა 12.1%-მდე შემცირდა


ფინეთი რუსეთს ნატოს წვრთნების დროს GPS თავდასხმაში ადანაშაულებს


სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულები უმუშევრებად ჩაითვლებიან


უმუშევრობა #1 პრობლემად დასახელდა



სხვა სიახლეები