• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა 42 დღეში ბრუნვიდან $120 მლნ ამოიღო

11 თებერვალი 16:26 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკმა 2019 წლის 11 თებერვალს გამართულ  სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6461 შეადგინა. 

11 თებერვლის ოფიციალური კურსი 2.6461-ს შეადგენდა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარე წელს უკვე მერვეა, თებერვალში კი მეორე. ჯამში ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესავსებად 2019 წელს $120 მლნ შეისყიდა, $85 მლნ იანვარში და $35 მლნ თებერვალში. ამის მიუხედავად ლარი დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გამყარდა, სავალუტო ინტერვენციების გარეშე კი გამყარება უფრო მასშტაბური იქნებოდა. რეზერვების მოცულობა ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა და $3.4 მლრდ-ს აჭარბებს. სავალუტო შესყიდვების გარდა, 30 იანვარს სებმა მომეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეამცირა.


სხვა სიახლეები