• Ƀ/$

ელექტრომობილების დასამუხტი სადგურის დამონტაჟების მოთხოვნის ვებგვერდი 11 თებერვლიდან ამოქმედდა

11 თებერვალი 17:42 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომლის მეშვეობითაც თბილისელებს საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ელექტრომობილის დასამუხტი მოწყობილობის განთავსების მოთხოვნა შეეძლებათ 11 თებერვალს ამოქმედდა. 

პროექტის მიზანი ელექტრომობილების ფლობის წახალისება და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაა.


მსურველებმა პირადი ნომრის მეშვეობით ვებგვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ და რუკაზე შესაბამისი ადგილი მონიშნონ. მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე თბილისის მერია შეარჩევს ელექტროდამტენი მოწყობილობის მოთხოვნად ადგილებს მათ უსასყიდლოდ საპარკინგე ადგილებზე დაამონნტაჟებს. 


მსგავს თემაზე:

Tesla-ს თითოეული ელექტრომობილი $2000-ით გაიაფდება


ელექტრომობილების ინდუსტრიაში ავტომწარმოებლები $300 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებენ



სხვა სიახლეები