• Ƀ/$

OPEC+ ალიანსად გარდაიქმნება

12 თებერვალი 10:09 | ეკონომიკა

OPEC+–ის წევრმა ქვეყნებმა ამ ორგანიზაციის წესდების პროექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმად ის ალიანსად ჩამოყალიბდება, ხოლო OPEC მის მხარდამჭერ ორგანიზაციად მოგვევლინება.

ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი წერს.

პროექტის მიხედვით, OPEC+, როგორც ალიანსი, წევრ ქვეყნებს არ შეუზღუდავს მათი ბუნებრივი რესურსების მართვას, მხარეებს შორის არც იურიდიული პასუხისმგებლობები წარმოიქმნება. ალიანსის მმართველი იქნება სამმხრივი კომიტეტი.

ალიანსში გასაწევრიანებლად საჭირო იქნება განაცხადის გაკეთება და ამ დოკუმენტის დადასტურება ყველა წევრი ქვეყნის მიერ. ორგანიზაციიდან გასვლა შესაძლებელი იქნება მომავალის წლის გადაწყვეტილებების დაანონსებიდან მომდევნო 1–ელი იანვრიდან.


მსგავს თემაზე:

OPEC+-ის შეთანხმებამ ნავთობი და რუბლი დაღმართში დაუშვა


OPEC+ ფორმატის წევრი ქვეყნების სამიტი ბაქოში გაიმართება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი