• Ƀ/$

ბრიტანეთში ეკონომიკის ზრდის ტემპი 10 წლიან მინიმუმზე დაეცა

12 თებერვალი 11:04 | ეკონომიკა

ბრიტანეთის ეკონომიკამ ზრდა შეანელა. 2018 წელს ქვეყნის მშპ მხოლოდ 1.4%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ზრდის ტემპის შენელება ისევ ბრექსიტს და მის შესახებ წარმოშობილ გაურკვევლობას უკავშირდება. უცხოური კაპიტალი გადინებას განაგრძობს. განსაკუთრებით ნეგატიური მეოთხე კვარტალი აღმოჩნდა, რა დროსაც ზრდა 0.2%-მდე შემცირდა.


მანქანთმშენებლობისა და საფინანსო ბაზრის შემცირების მიუხედავად, სიტუაცია კრიტიკული მაინც არ არის. შიდა ბაზრის გამოცოცხლებით უმუშევრობა 4%-მდე შემცირდა, რაც 10 წლიანი მინიმუმია.


ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა. ამომრჩევლის 51.89%-მა ხმა გაერთიანების დატოვებას მისცა. ფუნტის კურსი დოლართან 10 დღეში 1.49-დან 1.32-მდე დაეცა, კიდევ 3 თვეში კი - 1.22-მდე.


ევროკავშირის ოფიციალური დატოვების თარიღად 2019 წლის 29 მარტი სახელდება. 


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit შეათანხმეს


ბრიტანეთში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტემპი შემცირდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი