• Ƀ/$

Walmart-ის გაყიდვები $0.5 ტრლნ-ს მიუახლოვდა

12 თებერვალი 12:20 | კომპანიები

მსოფლიოს უდიდესი საცალო გაყიდვების გიგანტის Walmart-ის გაყიდვები გასულ წელსაც გაიზარდა და $0.5 ტრლნ-იან ზღვარს მიუახლოვდა. 2018 წელს ქსელმა $496 მლრდ-ს ღირებულების პროდუქციის რეალიზება მოახერხა. 

Walmart 1962 წლის ივლისში სემ უოლტონმა დააფუძნა. 1969 წელს ღია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. დღეისთვის ვოლმარტი 28 ქვეყანაში 11 300 მაღაზიითაა წარმოდგენილი. ვოლმარტის ფილიალები აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, იაპონიაში, ბრიტანეთში და კიდევ სხვა 23 ქვეყანაში გვხდება, თუმცა უმთავრესი მაინც შეერთებული შტატებია.



Walmart ასევე ლიდერია თანამშრომელთა რაოდენობითაც. მისი სტაფი 2.3 მლნ-ს ითვლის, რაც სლოვენიის, ბაჰრეინისა და კვიპროსის მოსახლეობას აღემატება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $280 მლრდ-ს აღწევს, წმინდა მოგება $9.8 მლრდ-ს. მხოლოდ ბრენდის ღირებულება კი $61.5 მლრდ-ს რის მიხედვითაც მე-9 პოზიციას იკავებს.


თავისი ზომების მიუხედავად Walmart პოზიციებს ნელ-ნელა ონლაინ გაყიდვებს უთმობს. თუ შემოსავლების ნომინალურმა ზრდამ 12 წლიან პერიოდში 60% შეადგინა,  ბოლო 5 წელიწადში ის 6.5%-ს არ გადასცილებია, მაშინ როცა AMAZON-მა თავისი გაყიდვები 12 წლიან პერიოდში 21.74-ჯერ ანუ 2074%-ით, ხოლო ბოლო 5 წელიწადში 3.13-ჯერ ანუ 113%-ით გაზარდა. თუ 206 წელს  AMAZON-ის გაყიდვები Walmart-ის გაყიდვების 3.5%-ს შეადგენდა, დღეს უკვე 47%-ს შეადგენს.




მსგავს თემაზე:

Ford-ი Walmart-სა და Postmates-თან ერთად უპილოტო მანქანებით პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს შექმნის


AMAZON მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა



სხვა სიახლეები