• Ƀ/$

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თბილისში ცენტრალური ბიუჯეტიდან 100 მლნ დაიხარჯება

12 თებერვალი 14:03 | ეკონომიკა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დედაქალაქში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ განცხადება გააკეთა. 

მისი ინფორმაციით, 2019 წელს თბილისში  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი, რომელთა დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით ხდება, რაც დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს.


„წელს თბილისის ბიუჯეტი უპრეცენდენტოდ მაღალია და ის მილიარდ ლარს აჭარბებს.  აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.  ტრანსფერი, რომელიც ამ პროექტების განსახორციელებლად არის განსაზღვრული, როგორც წესი  წლის შუა პერიოდში ირიცხება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის აქტიური პერიოდი ზაფხულია და იმისთვის, რომ სამუშაოები ამინდების გამოსვლასთან ერთად დაიწყოს, საჭიროა ტენდერები დროულად გამოცხადდეს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ ძალიან აქტიურად იმუშავა საფინანსო სექტორთან  სპეც.ტრანსფერის მიღებამდე, გახსნას საკრედიტო ხაზი 62 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მოგვცემს წინასწარი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე პროექტი აღნიშნა, რომელთა განსახორციელებლადაც აღნიშნული  თანხა დაიხარჯება. ეს პროექტებია: გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია, ორბელიანის და გუდიაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია, მეტეხის ხიდთან არსებული ისტორიული ხიდის აღდგენა.


მსგავს თემაზე:

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 1 მლრდ-ს გადააჭარბებს


თბილისში 20 000-მდე დაავადებული ხე ახლით ჩანაცვლდება


თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება


თბილისის მეტროს 2 ახალი მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი