• Ƀ/$

ტურიზმიდან შემოსავალი იანვარში 5%-ით გაიზარდა

12 თებერვალი 16:11 | ეკონომიკა

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის იანვარში $164.5 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ტურისტული ვიზიტების წილის ზრდა და საერთაშორისო ტურიზმიდან მეტი  შემოსავლის მიღება.


ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში $3.2 მლრდ-ს შეადგენს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან $2.57 მლრდ-ს შეადგენს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


მსგავს თემაზე:

პრემიერმა 2018 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა


ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.2 მლრდ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები