• Ƀ/$

კორეა ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოდ დასახელდა

17 თებერვალი 12:00 | ტექნოლოგიები

ინოვაციები და ტექნოლოგიები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ყოველთვის განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა. XXI საუკუნეში ტენდენცია უფრო თვალში საცემი გახდა.

ინოვაციურობის რეიტინგში #1 ადგილს კორეა იკავებს. რა მოუტანა ამ პირველობამ ქვეყანას? იაპონური ინტერვენციას, მეორე მსოფლიო ომსა და კორეის ომს მილიონბით დაღუპულთან ერთად ეკონომიკის სრული გაჩანაგებაც მოჰყვა. 1960 წელს კორეის რეალური მშპ 1 სულ მოსახლეზე (2010 წლის მუდმივ ფასებში დათვლით) $944-ს შეადგენდა, რაც საქართველოს ამჟამინდელ მაჩვენებელზე 5-ჯერ ნაკლებია, 60-იანი წლების კორეა უფრო ღარიბი იყო, ვიდრე 90-იანი წლების საქართველო. სავალუტო ფონდი კორეას ეკონომიკის ტრადიციული სახეობის - ბრინჯის მოყვანაში დასპეციალიზებას ურჩევდა, თუმცა კორეამ სხვა გზა აირჩია. SAMSUNG დღეს პირველია როგორც სმარტფონების, ასევე ტელევიზორების გლობალურ გაყიდვებში. ტელევიზორების ბაზარეზე მეორე პოზიციას ასევე კორეული LG იკავებს. კორეაში იწარმოება ავტომობილები და გემის ძრავები. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე როდესაც კორეას იაპონიის მსგავსად თითქმის არ გააჩნია რაიმე სახის წიაღისეული და ჩრიდლოეთ კორეასთან მუდმივად საომარ მზადყოფნაშია. სეულის თავზე ატომური რაკეტებია დამიზნებული.



რაც შეეხება რეიტინგის სხვა სახელმწიფოებს, გერმანია მეორე ადგილს იკავებს, ფინეთი, რომელიც უდიდესი თავდადების ხარჯზე საბჭოთა ოკუპაციას გადურჩა მესამეზეა, შვეიცარია მეოთხეზე. საშუალო განათლების დონით ფინეთი და შვეიცარია პირველმეორე ადგილებს ინაწილებენ. ტერიტორიით საქართველოზე 3.4-ჯერ პატარა ისრაელი მეხუთე პოზიციას იკავებს, რომელსაც შემდეგ თანმიმდევრობით სინგაპური, შვედეთი, აშშ, იაპონია და საფრანგეთი მოსდევს.


მსგავს თემაზე:

კორეასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა


2019 წლის ტექნოლოგიური ტენტენციები (ნაწილი I)


კორეა საქართველოს სესხს გამოუყოფს


2019 წლის ტექნოლოგიური ტენტენციები (ნაწილი II)



სხვა სიახლეები