• Ƀ/$

ფულადი გზავნილების მოცულობა 5.1%-ით გაიზარდა

15 თებერვალი 15:27 | ფინანსები

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში გადმორიცხულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის იანვარში $115.7 მლნ (308.4 მლნ ლარი) შეადგინა რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება.

ფულადი გზავნილების 92% იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში $1 მლნ-ს  გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების  92.3% მოდიოდა.


ფულად გზავნილებში 23.85%-ით რუსეთი კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა მისი წილი 1 წელიწადში 4.25%-ით შემცირდა. თუ 10-12 წლის წინ რუსეთის წილი 50%-ს აჭარბებდა, დღეს უკვე ¼-ზე ნაკლებია.



2019 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ $15.5 მლნ (41.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს $0.5 მლნ-ით აღემატება.


მსგავს თემაზე:

ექსპორტის მოცულობამ 2018 წელს $3.36 მლრდ-ს გადააჭარბა


წლიურმა ინფლაციამ იანვარში 2.2% შეადგინა



სხვა სიახლეები