• Ƀ/$

ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

18 თებერვალი 12:15 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილებისა და მზის პანელების გეომეტრიული პროგრსიის ზრდის მიუხედავად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილიც განაგრძობს ზრდას, რომელმაც კრიტიკულად მიჩნეულ ზარს უკვე 4 წელზე მეტია რაც გადააჭარბა.

დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის აბსოლუტური შემცველობა ერთი შეხედვით ძალიან მცირეა 0.04%, თუმცა მას სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია. ნახშირორჟანგის გარეშე პლანეტა გაიყინებოდა, მაგრამ მისი დოზის გაზრდით გლობალური დათბობა აქტიურდება. სწორედ ამ აირის გამო ვენერაზე უფრო მეტად ცხელა ვიდრე მზესთან უფრო ახლოს მდებარე მერკურზე.


გამოთვლებით დგინდება, რომ 2 საუკუნის წინ, პირველი ინდუსტრიული რევოლუციის აქტიურ ფაზაში შესვლამდე CO2-ის წილი მილიონიდან 280, ანუ 0.028% იყო, 150 წელიწადში, 1958 წელს მისი წილი 35 ერთეულით 315-მდე გაიზარდა. კიდევ 60 წელიწადში კი თითქმის 100-ით. დიდი ხნის განმავლობაში მილიონიდან 400-იანი წილი კრიტიკულ ბარიერად იყო მიჩნეული, მაგრამ ეს ბარიელი 2015 წელს გადაილახა. 


მზის და ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული სუფთა ელექტროენერგია დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა. ისტორიულ მაქსიმუმზეა ელექტრომობილების რაოდენობაც. მაგრამ ამავე დროს ნავთობის მოხმარებაც იზრდება. 2004-2017 წლებში მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 170-ჯერ 2.6-დან 442.6 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ეს 16 900%-იანი ზრდაა, იმავე პერიოდში ნავთობის დღიური მოხმარება მხოლოდ 21%-ით 82-დან 99 მლნ ბარელამდე გაიზარდა, მაგრამ რაოდენობრივად ეს უკანასკნელი ბევრად მეტი იყო.


ნახშირორჟანგის წილის ზრდა რაც თავისთავად ჯანმრთელობისთვის მავნებელია, ასევე იწვევს საშუალო ტემპერატურის ზრდასაც. გაზრდილი ტემპერატურა ხელს უწყობს უფრო მეტ აორთქლებას და უფრო მეტ ნალექს, ნიადაგის გამოფიტვას, წყლის დაბინძურებას. ყოველივე ეს კი წელიწადში 7-8 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.


უახლოეს მომავალში ოპტიმისტური პროგნოზით მხოლოდ ზრდის ტემპის შენელება შეიზლება მოხდეს, რის იმედსაც ალტერნატიული ენერგიის წილის ზრდა იძლევა.  


მსგავს თემაზე:

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპაში წლიურად 400 000-ს აღწევს


ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციები გამკაცრდება


ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


პრემიერმა Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანა მოინახულა



სხვა სიახლეები