• Ƀ/$

VOLVO-მ 300 მგზავრზე გათვლილი ავტობუსი წარადგინა

23 თებერვალი 11:00 | კომპანიები

ცნობილმა შვედურმა ავტომწარმოებელმა VOLVO-მ ბრაზილიაში განახლებული 30 მეტრის სიგრძის 300 მგზავრზე გათვლილი 4 ღერძიანი და 5 კარიანი შიდასაქალაქო ავტობუსი წარადგინა. 

ავტობუსი პრაქტიკულად 3 ვაგონიანია, რაც მოსახვევებში გადაადგილებას შესაძლებელს ხდის. „ჩვენ ლიდერები ვართ სატრანსპორტო სფეროში, ახლა წარმოვადგენთ მსოფლიოში უდიდეს ავტობუსს რომელიც მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.“ განაცხადა ვოლვოს ავტობუსების ხაზის ხელმძვანელმა ლათინი ამერიკაში ფაბიანო ტოდესჩინმა.


VOLVO 1927 წელს შვედეთში დაფუძნდა. ავტობუსების გარდა ის მსუბუქ ავტომობილებსა და სატვირთოებსაც უშვებს. მისმა წმინდა მოგებამ 2017 წელს 82 მლრდ კრონი, ანუ $9 მლრდ შეადგინა. კომპანიაში 95 000 ადამიანია დასაქმებული.


მსგავს თემაზე:

12.5 მლნ-იან შენჯენში მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ


ძველი ავტობუსების პარკი 2019 წელს სრულად ჩანაცვლდება


„სისტრას“ კვლევაზე დაყრდნობით, თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება



სხვა სიახლეები