• Ƀ/$

ესტონეთის მარეგულირებელმა Danske Bank–ის ფილიალის დახურვა ბრძანა – მიზეზი ფულის გათეთრებაა

19 თებერვალი 17:02 | ფინანსები

ესტონეთის საფინანსო ინსპექციამ ფულის გათეთრების სკანდალში ჩართული  Danske Bank–ის ფილიალის ჟახურვის მოთხოვნის წინაპირობა გააფორმა.

საზედამხედველო ორგანოში აცხადებენ, რომ ბანკის ფილიალთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში გაასაჯაროებენ, წერს ERR.


Danske Bank–ის ესტონეთის ფილიალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაშია მხილებული, რომლის გავლითაც 2007–2015 წლებში საეჭვო წარმომავლობის დაახლოებით 200 მილიარდმა ევრომ გაიარა. ამ თანხის ნაწილი რუსეთიდან და სსრკ–ის ყოფილი რესპუბლიკებიდან მიემართებოდა.


სკანდალის გამო უკვე გადადგა  Danske Bank–ის ხელმძღვანელი ტომას ბორგენი, ხოლო ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ საფინანსო დაწესებულებების საქმიანობის მარეგულირებელი წესების გადახედვაც დაიწყო.


Danske Bank–ში ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება დანიაში, ესტონეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ–ში მიმდინარეობს.


გაზეთმაBerlingske-მ 2017 წლის სექტემბერში დაწერა, რომ  Danske Bank–მა აზერბაიჯანიდან 2,4 მლრდ ჩრდილოვანი სახსრები მიიღო. 2018 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა 2012–2015 წლებში რუსეთიდან 7 მლრდ ევრო მიიღო.


გასული წლის სექტემბერში მედია წერდა, რომ ბანკმა რუსეთიდან სულ 28 მლრდ ევრო გაათეთრა.


დანიური წყაროების ცნობით, აღნიშნული თანხა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან იყო დაკავშირებული.


მსგავს თემაზე:

ქართველების ფულის გათეთრებისთვის Danske Bank-ის 10 თანამშრომელი დააკავეს



სხვა სიახლეები