• Ƀ/$

წყალმომარაგების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მლნ ლარით 2019 წელს 85 პროექტი განხორციელდება

20 თებერვალი 15:02 | ეკონომიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2019 წელს წყალარინების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო  წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან  პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით.  პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.


2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოებზე  გამოყოფილი 282 მილიონი ლარით  85 პროექტი განხორციელდება და მათი დასრულების შემდეგ, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.


,,ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს საქართველოს რეგიონებში სწორედ წყალომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა. ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი არის 30 პროცენტით გაზრდილი”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერმა დაასახელა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. ასევე ქუთაისის, ჯვარის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.


მისი თქმით, 2019 წელი დატვირთული იქნება წყლის პროექტებით. იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის  სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და  ვალეში.  


მსგავს თემაზე:

გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება


აბასთუმნის უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები აგვისტოში დასრულდება


ინფრასტრუქტურაში 2 მლრდ–ის ინვესტიცია განხორციელდება


2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი


ტურიზმის ინფრასტრუქტურაზე 183 მლნ დაიხარჯება



სხვა სიახლეები