• Ƀ/$

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ პირველ სტუმრებს 1-ელ მარტს მიიღებს

20 თებერვალი 18:54 | კომპანიები

„Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“-ი, მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ, Grand-ის სტატუსით წარმოადგენს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“.

განახლებული სასტუმროს მენეჯმენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სპეციალური მედიის დღე მოაწყო, სადაც ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება, შენობა სრულყოფილად დაეთვალიერებინათ, ასევე სერვისებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.


განახლებულ „შერატონში“ კეთილმოწყობილი 220 ნომერია, რომლებიც 4 ძირითად კატეგორიად არის დაყოფილი.


სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2 000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის. მათ შორის - ქალაქში ყველაზე დიდი ფართობის - 1000 კვ.მ. საკონფერენციო დარბაზი და 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის.



1500 კვ.მ. გამაჯანსაღებელ სივრცეს ეთმობა. აქ არის სპა და ფიტნეს-ცენტრები უახლესი კარდიო ტრენაჟორებით, დახურული და ღია აუზები, ჰამამი, ორთქლის აბანო, ყინულის აუზი და სარელაქსაციო ზონები.


„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ პირველ სტუმრებს 1-ელ მარტს მიიღებს.


სხვა სიახლეები