• Ƀ/$

ჩინეთის 35 ქალაქში მეტროპოლიტენი ფუქნციონირებს, კიდევ 11-ში 2023 წლამდე გაიხსნება

23 თებერვალი 14:00 | ტექნოლოგიები

მეტროს პირველი ხაზი ლონდონში 1863 წელს გაიხსნა. ის დღემდე რჩება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემად, თუმცა დიდი ხანია რაც ჩინურ ქალაქებთან კონკურენციას დანებდა.

ჩინეთი პირველია მოსახეობის რაოდენობით; პირველია ეკონომიკის მოცულობით თუ მას PPP მეთოდით დავითვლით; პირველია ექსპორტის მოცულობით; პირველია ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიხედვით; პირველია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებული ინვესტიციებით; პირველია არმიის რიცხოვნობით; პირველია როგორც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიით ასევე მის წინააღმდეგ საბრძოლველად გაღებული თანხებით; პირველია ელექტრომობილების გაყიდვებით და პირველია იმ ქალაქების რაოდენობით რომელსაც მეტროპოლიტენი გააჩნია, ასეთი კი 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით სულ 35-ა. თარიღში სიზუსტის დაცვა აუცილებელია, რადგან მიმდინარე წელს მსოფლიოში მეტრო უკვე 3 ქალაქში გაიხსნა, საიდანაც 2 ჩინეთში მდებარობს.


შანხაის მეტრო ლონდონის მეტროსთან შედარებით 130 წლით გვიან 1993 წელს გაიხსნა, მიუხედავად ამისა სადგურების საერთო სიგრძე 676 კმ-ს აღწევს და ამ მხრივ ის მსოფლიოში პირველია, სადგურების რაოდენობით - 345 მხოლოდ ნიუ-იორკის მეტროს ჩამორჩება, რომელსაც 424 სადგური გააჩნია. შანხაის მეტრო მეორე ადგილს იკავებს მგზავრთნაკადის მხრივაც 3.54 მლრდ კაცი წელიწადში, თუმცა ამ შემთხვევაში პირველობას არა ამერიკულ, არამედ ისევ ჩინრ ქალაქს - პეკინს უღმობს, რომელიც წლიურად 3.77 მლრდ მგზავრს ემსახურება.


მგზავრთნაკადი ათნიშნაა გუანჯოუსა და შენზენის შემთხვევაშიც. 1997 წელს გახსნილი გოანჯოუს მეტრო წლიურად 2.8 მლრდ მგზავრს ემსახურება, 2004 წელს გახსნილი შენზენის მეტრო კი 1.7 მლრდ-ს. 1.7 მლრდ-ს შეადგენს ჰონკონგის მეტროს მგზავრთნაკადიც.


35 ქალაქიდან 30-ში მეტრო XXI საუკუნეში გაიხსნა, მათ შორის 2 მიმდინარე წლის იანვარში. აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროს ისტორია ჩინეთისას 5 წლით უსწრებს. პეკინში მეტრო 1971 წლამდე არ არსებობდა და მაო ძედუნის რეჟიმის პირობებში მეტი არც გაუხსნიათ.


ჩინეთის ფონზე შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება ინდოეთი სადაც მეტრო 16 ქალაქშია, აშშ 15 ქალაქით მესამე ადგილს იკავებს, იაპონია 14 ქალაქით მეოთხეზეა, ხუთეულს კი 8 ქალაქით კორეა ასრულებს. სეულის მეტრო 2.8 მლრდ-იანი მგზავრთნაკადით მესამე ადგილს იკავებს. მეტროს სამშობლოში - ბრიტანეთში მეტრო მხოლოდ 4 ქალაქშია გაყვანილი.


რიცხვი 35 სამ წლიწადში 46-მდე გაიზრდება. 2022 წლის ბოლოსთვის ჩინეთში მეტრო კიდევ 11 ქალაქსში უნდა გაიხსნას, მათ შორის 4 მიმდინარე წელს. სიგრძეში იზრდება არსებული ხაზებიც. იმავე 2022 წლის ბოლოსთვის პეკინის მეტრო სიგრძეში 42%-ით 958 კმ-მდე უნდა გაიზარდოს.



მსგავს თემაზე:

პეკინიდან ნიუ-იორკამდე 1 ფილმის საყურებელ დროში


ჩინეთი აფრიკის ქვეყნებში $60 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს


4 წლის განმავლობაში ქართულმა ღვინომ ჩინეთში გაყიდვებით მე-18-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა


ჩინეთში 2019 წელს 28 მლნ ავტომობილის გაყიდვას ელიან


ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ


ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს



სხვა სიახლეები