• Ƀ/$

დასაკეცეკრანიანი SAMSUNG Galaxy Fold-ის საწყისი ფასი $1980 იქნება

21 თებერვალი 00:48 | ტექნოლოგიები

სამხრეთ კორეულმა გიგანტმა SAMSUNG-მა 20თებერვალს სან-ფრანცისკოში ჩვენება გამართა სადაც Galaxy S10-თან ერთად დასაკეცეკრანიანი Galaxy Fold-იც წარადგინა. მონაცემები შთამბეჭდავია.

სმარტფონს 2 ეკრანი აქვს, შიდა და გარე. გარე ეკრანით ის ჩვეულებრივი სმარტფონია, შიდა ეკრანით კი უფრო მეტად პლანშეტს ემსგავსება. სმარტფონის ეკრანი 4.6 ინჩია, გარჩევადობა QGXA (2048 X 1556). გაშლილი ეკრანის დიაგონალის ზომა 7.3 ინჩს აღწევს. სმარტფონი 7 ნანომეტრიანი პროცესორითაა აღჭურვილი, ოპეარტიული მეხსიერება 12 GB-ს შეადგენს, შიდა მეხსიერება 512 GB-ს. რაც შეეხება ბატარეას მისი წარმადობა 4380 მილი ამპერ/საათია. სმარტფონს 3 კამერა ექნება შესაბამისად 10, 12 და 16 მეგაპიქსელიანი.


Galaxy Fold-ის გაყიდვები შტატებში 26 აპრილიდან დაიწყება და მისი საწყისი ფასი $1980 იქნება. ევროპაში კი მისი გაყიდვები მაისიდან დაიწყება და მინიმალური ფასი ამ შემთხვევაში €2000-ს შეადგენს. ხელმისაწვდომი იქნება როგორც 4G ასევე 5G მოდელები.


დასაკეცეკრანიანი სმარტფონის იდეა მხოლოდ სამსუნგს არ გასჩენია, მაგრამ მან კონკურენტებს Huawei, Lg, Xiami-ს დაასწრო, თუმცა LG-მ თავის მხრივ  SAMSUNG-ზე ადრე დასაკეცი ტელევიზორის წარდგენა მოასწრო.


სხვა სიახლეები