• Ƀ/$

SAMSUNG Galaxy S10 - პირველი 5G სმარტფონი 7nm-იანი პროცესორითა და 12GB ოპერატიული მეხსიერბით

21 თებერვალი 02:25 | ტექნოლოგიები

სმარტფონების #1-მა მწარმოებელმა SAMSUNG-მა S სერიის პირველი მოდელის გამოშვებიდან 9 წლის თავზე Galaxy S10 წარადგინა. სამხრეთ კორეული კომპანია ისევ ნოვატორია S10-ს 5G მხარდაჭერა გააჩნია.

როგორც წინასწარ იყო ცნობილი 2-ის ნაცვლად საზოგადოებამ 3 მოდელი იხილა: S10e - 5.8 ინჩი, S10 – 6. ინჩი და S10+ 6.4 ინჩი. ეკრანის ზომის გარდა მათ შორის სხვაობა სხვა პარამეტრებშიც თვალში საცემია.


5G თავის მხრივ მონაცემების წამში 10GB  სიჩქარემდე გადაცემას გულისხმობს, მაგრამ ქსელი ჯერ კიდევ ასამოქმედებელია, ამის გარკვეულ კონპენსირებას კი S10-ის Wi-Fi 6 მოახერხებს, რომლის სიჩქარეც 2 გბ/წმ-ს აღწევს.


სმარტფონს ჯამში 5 კამერა ექნება, წინ 2 სელფის 8 და 10 მეგაპიქსელიანი, ისინი ეკრანშივეა ჩაშენებული. უკანა 3 კამერიდან ორი 12MP-იანი ხოლო ერთი 16MP-იანი იქნება.კამერების სიმრავლის მიზანი ხედვის კუთხის გაუმჯობესებაა, რამაც საბოოდ ფოტოს ხარისხზე უნდა იქონიოს გავლენა. კამერის ხედვის კუთხის ზომა 123 გრადუსამდეა გაზრდილი. დიაფრაგმა F/1.5-დან F/2.4-მდე მერყეობს.


ფოტო S10-ით არის გადაღებული


S10-ის ოპერატიული მეხსიერება მოდელის შესაბამისად 8-12 გიგაბაიტის ფარგლებში მერყეობს შიდა მეხსიერება 1TB-ს აღწევს, მეხსიერების ბარათიანად კი 1.5TB-ს. მსგავსი ზომის მეხსიერების მიღწევა მხოლოდ S10+ -ის შემთხვევაშია შესაძლებელია. როგორც ოპერატიული, ასევე შიდა მეხსიერება დღეს ლეპტოპისთვისაც კი საკმაოდ დიდი მოცულობისად ითვლება. 12GB ოპერატიული მეხსიერებით S10+ თავის შორეულ წინაპარს S სერიის პირველ მოდელს 24-ჯერ ჯობნის. შიდა მეხსიერებით კი 500-ჯერ. 2010 წელს გამოშვებულ Galaxy S-ის სელფის კამერა 0.3 MP-ს არ აღემატებოდა 4G-ის მხადაჭერის მოდელები მხოლოდ მომდევნო წელს გამოჩნდა.


წინა მოდელების მსგავსად S10-იც წყალგამძლეა. მას ეკრანზე თითის ანაბეჭდის სენსორი დაემატა, სამსუნგისთვის სიახლეა უსადენო ყურსასმენიც, თუმცა ეს მხოლოდ დამატებითი ოფციის სახით იქნება ხელმისაწვდომი და საბაზისო კომპლექტს ისევ კაბელიანი ყურსასმენი მოჰყვება. ეკრანის გარჩევადობა მაინც არ არის 4K (3840 X 2160) რისი მოლოდინიც ჯერ კიდევ S7-ის გამოსვლისას არსებობდა. S10-ის რეზოლუცია წინა მოდელთან შედარებით უმნიშვნელოდ 3040 X 1440-მდე გაიზარდა.


უახლესი სმარტფონის პროცესორი 7 ნანომეტრიანია, რაც წარმადობას ზრდის და აკუმულატორს ზოგავს, რომელიც S10+ -ის შემთხვევაში 4100 მილი ამპერ/საათია.  პროცესორი 8 ბირთვიანია და სიხშირე 2.8 გიგაჰერცს აღწევს.


რაც შეეხება ფასებს. ბიუჯეტური S10e-ს ღირებულება $750-დან დაიწყება, S10-ის $900-დან, ხოლო S10+ -ის $1000-დან. რაც შეეხება უსადენო ყურსასმენს, მისი ფასი 130 დოლარია. 


პირველი 5G სმარტფონის გარდა, SAMSUNG-მა 20 თებერვალს ირველი დასაკეცეკრანიანი სმარტფონი Galaxy Fold-იც წარადგინა, რომელსაც ასევე ექნება 5G მხარდაჭერა. მისი ღირებულება S10+ -ზე 2-ჯერ ძვირი იქნება და $1980-დან დაიწყება.


სხვა სიახლეები