• Ƀ/$

მთის გზების რეაბილიტაციაზე 2019-2021 წლებში 576 მლნ დაიხარჯება

21 თებერვალი 10:59, 2019 წელი | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დეპატატების მხრიდან მთის გზების პროექტების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„მთის გზების პროგრამის ფარგლებში სამივე მიმართულებაზე მიმდინარეობს 14 მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაპროცესებულია 18 მონაკვეთი. მიმდინარე და დაპროცესებული პროექტების დასრულება ეტაპობრივად იგეგმება 2019-2021 წლებში, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯამურად 64 მლნ ლარი.


საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა - სიგრძე 51.8 კმ, საერთო სავარაუდო ღირებულება - 134 477 721 ლარი, შედგება 7 ლოტისაგან. 3 ლოტი უკვე დაკონტრაქტებულია საიდანაც ამ დროისათვის 1 ლოტზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ასევე დაპროცესებულია 4 ლოტი.


ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა - სიგრძე 61.5 კმ, საერთო სავარაუდო ღირებულება 377 947 152 ლარი, შედგება 8 ლოტისაგან. ამ დროისათვის, 4 ლოტი დაკონტრაქტებულია საიდანაც 2 ლოტი უკვე დასრულების ფაზაშია. დაპროცესებულია დარჩენილი 4 ლოტი


სნო-ჯუთა-როშკა-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის საერთო მანძილი წარმოადგენს  17 ლოტს  საერთო სიგრძით  272.5 კმ-ს გრუნტიანი გზა. დაკონტრაქტებულია 7 ლოტი, საიდანაც აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 2 ლოტზე შატილამდე ყველა ლოტზე ტენდერი გამოცხადებულია . დარჩენილი 10 ლოტი დაპროცესებულია“  - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ .


მთის გზების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე და დაპროცესებული პროექტების დასრულება ეტაპობრივად იგეგმება 2019-2021 წლებში, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტში 64 მლნ ლარია გათვალისწინებული, თუმცა პროექტების ჯამური ღირებულება 576 მლნ ლარს შეადგენს, რომლის ნაწილსაც დონორი ორგანიზაციები ფარავენ.


მსგავს თემაზე:

ინფრასტრუქტურაში 2 მლრდ–ის ინვესტიცია განხორციელდება


2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი


წყალმომარაგების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მლნ ლარით 2019 წელს 85 პროექტი განხორციელდება



სხვა სიახლეები