• Ƀ/$

ექსპერტი: მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

21 თებერვალი 10:43 | ფინანსები

თიბისი ბანკის ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვის არსებობის პირობებში, მათ შორის მამუკა ხაზარაძის მხრიდან, მის მიერ ბანკის თავმჯდომარეობიდან წასვლის გადაწყვეტილებას სწორს უწოდებს საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტის თქმით, როცა საქმე ეხედა სისტემფორმირებად ბანკს და თვითონ ეს საქმე საკმაოდ რეზონანსულია, როცა ბრალდების მხარეს არის სახელმწიფო მარეგულირებელი, ყველაზე არასასურველი სცენარი იქნებოდა რომ მომხდარიყო ამ პროცესის ღიად პოლიტიზება.


„მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პოლიტიზაცია იქნებოდა მიუღებელი, რადგან ის ფინანსურ სექტორზე გადავიდოდა. მთავარი იყო, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარმართულიყო და წმინდა სამართლებრივ მეინსტრიმში გადასული“, – უთხრა M2B-ს გიორგი ცუცქირიძემ.


„სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ პროცესი აშკარად მოლიტიკურ ხასიათს იღებდა და ოპოზიციამ ღიად პოლიტიკური შეფასება მისცა მას. ამიტომ, ხაზარაძის გადაწყვეტილება – გადადგეს და გაემიჯნოს ბანკს, პრინციპულად სწორია. დავა მიდის არა ბანკთან, არამედ უშუალოდ მის მიერ განცხორციელებულ ტრანზაქციასთან მიმართებაში. ამის შემდეგ მას თავისი უფლებების დაცვა სამართლებრივად, სასამართლოს გზით შეეძლება, როგორც ეს საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაშია დამკვიდრებული“, – მიიჩნევს გიორგი ცუცქირიძე.


მისივე თქმით, 21 თებერვალს საპარლა მენტო კომიტეტში მოსალოდნელ მოსმენაზე ბუნებრივია, ოპოზიცია ეცდება, საკითხი პოლიტიკური ხმაურისთვის გამოიყენოს. „რაც უფრო ნაკლებად დაიტვირთება პოლიტიკურად ეს პროცესი, უკეთესი იქნება ბანკისთვისაც და მთელი საბანკო სისტემისთვისაც“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.


თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ბანკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება ფეისბუქზე ხუთშაბათს, 21 თებერვალს დილით გამოაქვეყნა.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკიდან წავიდა



სხვა სიახლეები