• Ƀ/$

TBC ბანკის აქციების ღირებულება 12 წუთში 1.8%-ით გაიზარდა

21 თებერვალი 12:45 | ფინანსები

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 21 თებერვალს თანამდებობა დატოვა. იმავე დღეს ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებიდან 12 წუთში აქციების ფასი 1.8%-ით გაიზარდა.  

ხაზარაძის განცხადებით მიმდინარე წელს აქციონერებმა $200 მლნ-ს ზარალი მიიღეს, რაც მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. 


სამეთვალყურესო საბჭოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულ როგორც M2B-ს ბანკში განუცხადეს დღის განმავლობაში გავრცელდება განცხადება, საბჭოს სხდომის ახალი თარიღი გახდება ცნობილი.


მამუკა ხაზარაძის განცხადებიდან მალევე თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მთავარი აქციონერები წილს და პოზიციას დირექტორთა საბჭოში ინარჩუნებენ, ხოლო თიბისი სების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას წყვეტს.


საბანკო ექსპერტ გორგი ცუცქირიძის მოსაზრებით ხაზარაძის გადაწყვეტილება სწორია, რამაც ხელი საკითხის დეპოლიტიზირებას უნდა შეუწყოს.



ბოლო ორ თვეში განვითარებული მოვლენები 2007-2008 წლების ტრანზაქციას ეხება, რომელის საქმესაც ეროვნულ ბანკთან ერთად პროკურატურაც სწავლობს. ამ ხნის განმავლობაში ბანკის აქციების ღირებულება, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 15%-ით შემცირდა. ამჟამად ბანკის ჯამური კაპიტალიზაცია 719 მლნ ფუნტს აღწევს, რაც $920 მლნ-ს ტოლია. აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს ვაჭრობის დაწყებიდან 12 წუთში, მას შემდეგ რაც მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება გასაჯაროვდა თიბისის აქციის ფასი 1.8%-ით გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკიდან წავიდა


ექსპერტი: მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო


ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება



სხვა სიახლეები