• Ƀ/$

TBC ბანკის კაპიტალიზაცია 1 დღეში $78 მლნ-ით გაიზარდა

22 თებერვალი 10:40 | ფინანსები

მას შემდეგ რაც TBC ბანკის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა, ლონდონის საფონდო საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები ერთ დღეში 8.4%-ით გაიზარდა. 

გარდა იმისა, რომ ხაზარაძის წასვლა ინვესტორებმა რისკების შემცირებად აღიქვეს, ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი ფინანსური ანგარიშის წარდგენაც გახდა, რომლის მიხედვითაც ბანკმა გასულ წელს 455 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა.


ამჟამად TBC ბანკის კაპიტალიზაცია 766 მლნ ფუნტს - $995 მლნ-ს აღწევს, რაც 60 მლნ ფუნტით, $78 მლნ-ით აღემატება 24 საათის წინანდელ მაჩვენებელს, თუმცა თითქმის $100 მლნ-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ ღირებულებასთან შედარებით.



მსგავს თემაზე:

ექსპერტი: მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო


ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება


ეროვნული ბანკის განმარტება



სხვა სიახლეები