2018 წელს ჩინეთში 1.255 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა და ბაზრის წილის 62% დაიკავა. ამ რაოდენობაში მიზერული რაოდენობით ტესლაც შედის, ოღონდ მხოლოდ Model S და Model X. რაც შეეხება Model 3-ს მისი რეალიზება მხოლოდ აშშ-ში ხდებოდა. 2018 წელს შტატებში 145 000 Model 3 გაიყიდა. რეკორდი 25 250 ერთეულით დეკემბერში მოიხსნა. იანვარში კი ეს რიცხვი მკვეთრად 74%-ით შემცირდა, მაგრამ რადგან იანვარში გაყიდვები ყოველთვის დაბალია, რადგან წარმადობა იზრდება და ფასები მცირდება 2019 წლის მთლიანი საპროგნოზო მაჩვენებელი უფრო პოზიტიურია.
Tesla მიმდინარე წელს 500 000-მდე Model 3-ის გაყიდვას პროგნოზირებს. ძირითადი ბაზარი კვლავ აშშ იქნება, თუმცა მასში სერიოზული წილი ჩინეთსაც ექნება. 2018 წელს ჩინეთში ყოველი გაყიდული 100 ავტომობილიდან 4 ელექტრო იყო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზრდება და 3.4 მლნ-ს მიაღწევს. ფასისა და შიდა პოლიტიკის გამო ჩინეთში უპირატესობას როგორც წესი ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებენ, მაგრამ მისი მასშტაბიდან გამომდინარე იაპონური, ევროპული და ამერიკული პროდუქციის შეძენის მსურველთა რიცხვიც საკმაოდ დიდია.
მსგავს თემაზე:
Tesla ევროპის სწაფდამტენებით სრულად დაფარვას გეგმავს
Tesla-ს თითოეული ელექტრომობილი $2000-ით გაიაფდება
12.5 მლნ-იან შენჯენში მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ
Tesla Model 3-ის გაყიდვები 74%-ით შემცირდა, მიზეზები და მოლოდინები
ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს
ელექტროდამტენის დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიაში 40-მდე თხოვნა შევიდა