• Ƀ/$

ტრამპს 5G აღარ აკმაყოფილებს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი 6G ინტერნეტს ითხოვს

24 თებერვალი 12:00 | ტექნოლოგიები

მთელი მსოფლიო 5G ინტერნეტის მოლოდინშია და მისი დანერგვისთვის ასობით მილიარდი დოლარის დახარჯვას არ ერიდება. აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კი უკვე 6G ინტერნეტის დანერგვის სურვილი აქვს. 

5G ინტერნეტი შესაძლებლობების ჰორიზონტს მნიშვნელოვნად აფართოებს. მისი საშუალებით გარდა იმისა რომ 150 GB მოცულობის მქონე 4K ფილმის გადმოწერის დრო 2 წუთამდე მცირდება, ასევე შესაძლებელი ხდება ნივთების ინტერნეტის სრულყოფილი დანერგვა, რაც უპილოტო ავტომობილებისთვის და არა მხოლოდ მათთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. 


5G პოზიტიურ გავლენას იქონიებს ასევე ვირტუალურ და გაძლიერებული რეალობის დამკვიდრებაში. მასზე 2025 წლამდე $225 მლრდ-ს დახაჯვაა გათვალისწინებული.


ტრამპმა ტვიტერზეც და ფეისბუქზეც დაწერა, რომ ის მხარს უჭერს 5G-ს და ასევე 6G-ს რამდენად სწრაფადაც კი იქნება ეს შესაძლებელი. მისი განცხადებით აშშ ყოველთვის იყო მოწინავე ტექნოლოგიებში და ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც.


რა ვიცით 6G-ს შესახებ? ბევრი არაფერი. თეორიულად მისმა სიჩქარემ 1 ტერაბაიტ/წამს უნდა მიაღწიოს. იმის გათვალისწინებით, რომ 2G 90-იან წლებში დაინერგა, 3G – 2000-იანებში, 4G 10-ან წლებში, ხოლო 5G სრულყოფილად 20-იან წლებში უნდა ამოქმედდეს, 6G ინტერნეტამდე მინიმუმ 10 წელი გვაშორებს და ის 2030 წლამდე არ იქნება.



1 TB მეხსიერება დღეს მხოლოდ ლეპტოპების ნაწილს აქვს. რაში შეიძლება დასჭირდეს ადამიანს მის კომპიუტერში შენახული მთელი მასალი 1 წამში გადაგზავნა? მართალია ხარისხთან ერთად ვიდეოფაილების მოცულობაც იზრდება, მაგრამ ასეთი სიჩქარე სამომხმარებლო დონეზე მაინც არასაჭიროა და მისი განვითარებისთვის 200 ან 300 მლრდ-ს დახარჯვა უაზრობა იქნებოდა, თუმცა თუ დღეს ნივთების ინტერნეტისთვის 4G არაა საკმარისი, 10 წლის შემდეგ შესაძლოა 5G-მაც ამოწუროს თავის თავი, გარდა ამისა ადრე თუ გვიან მაინც დაიწყება მარსის კოლონიზაცია და როდესაც ეს პროცესი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს იქ უკვე 5G საკმარისი აღარ იქნება. ის რომ მთვარეზე პირველი ვიზიტისას 1969 წელს ინტერნეტი საერთოდ არ არსებობდა არგუმენტად აღარ გამოდგება.


მსგავს თემაზე:

კორეაში 5G ინტერნეტი გამოსცადეს


5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება


5G - მეტი ვიდრე მობილური ინტერნეტი 2020 წლიდან


SAMSUNG Galaxy S10 - პირველი 5G სმარტფონი 7nm-იანი პროცესორითა და 12GB ოპერატიული მეხსიერბით



სხვა სიახლეები