• Ƀ/$

98 წლის წინ დაკარგული სახელმწიფოებრიობა - საბჭოთა ოკუპაციის შედეგები

25 თებერვალი 10:00 | ანალიტიკა

საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღიდან - საბჭოთა ოკუპაციიდან 98 წელი გავიდა. მართალია, ქვეყანამ დამოუკიდებლობა 28 წლის წინ გამოაცხადა, მაგრამ ოკუპაცია ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.

თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობის 3000 წლოვან ისტორიაში ყოველთვის უხდებოდა მტერთან შეტაკება და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. იყო მომენტები, როდესაც ქვეყანას ხარკის გადახდა უკისრია, მეფეები ზოგჯერ სარწმუნოებას იცვლიდნენ რათა ტახტზე ასვლის უფლება მიეღოთ, მაგრამ მეფობა და სახელმწიფოებრიობა 1801 წლამდე რუსეთის გარდა არავის გაუუქმებია. საქართველოს ისტორიას ახსოვს მტრის მიერ მოხდილი ტაძრის გუმბათები, ტაძრის ეზოში გამომწვარი ბერები, მაგრამ სახელმწიფოებრიობის მსგავსად 1811 წლამდე ავტოკოფალიაც არავის გაუუქმებია. 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მოხდა ისე რომ 3 წელიწადზე ნაკლებ დროში ქვეყანას კიდევ უფრო დიდი ტრაგედია დაატყდა თავს.


1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო, მაგრამ მან თავისივე ხელმოწერილი დოკომენტი გეორგიევსკის ტრაქტატთან შედარებით ბევრად უფრო მალე დაარღვია.


1921 წლის დამდეგისთვის კავკასიაში დამოუკიდებლობას საქართველოღა ინარჩუნებდა. მიუხედავად იმია, რომ 3 წლით ადრე პირველი მსოფლიო ომიდან 100 000-მდე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი დაბრუნდა, 1921 წლის თებერვალში მათი მესამედის მობილიზებაც კი ვერ მოხდა. რუსეთის არმია კი 40 000-ს აჭარბებდა, რომელსაც უფრო მეტი შეიარაღება გააჩნდა და ძალებსაც უკეთ ივსებდა. მართალია 25 თებერვალს თბილისის დაცემის შემდეგ 17 მარტამდე, საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლამდე, ბრძოლები გრძელდებოდა, მაგრამ რეალურად უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო.



საინტერესოა თუ რა შედეგები მოიტანა 25-მა თებერვალმა საქართველოსთვის? 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფართობის 107 600 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. სოჭის ანექსია ჯერ კიდევ 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა, უკვე 25 თებერვლის შემდეგ საინგილო აზებაიჯანს გადაეცა, ლორე სომხეთს, დვალეთი რუსეთს, ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი კი თურქეთს. რუსეთმა საქართველოს ისტორიული მიწები თურქეთს ყარსის ხელშეკრულებით 1921 წლის 13 ოქტომბერს გადასცა, ხელშეკრულების რატიფიცირება კი 1922 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სულ რაღაც 2 წელიწადში საქართველოს ფართობი 69 700 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა ანუ დაკარგა 35.2%. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი ამჟერად უკვე ნაწილობრივი ოკუპაციის შედეგად თბილისმა გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების 20%-ზე კონტროლი დაკარგა. ოფიციალური თბილისის იურისდიქცია დღეს 55 760 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება, რაც 1918 წლის დროინდელი საქართველოს მხოლოდ 51.9%-ს შეადგენს.



უშუალოდ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომს 3500-მდე საქართველოს მოქალაქე შეეწირა. 3.5 წლის შემდეგ 1924 წლის აჯანყების შემდეგ გაუსამართლებლად მოკლეს ან დახვრიტეს 12 000-მდე ადამიანი. 1937-ში ოფიციალურად დახვრეტილთა რიცხვი 12 000-ს აჭარბებს, რეალურად ეს 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტიც იყო, სიმართლის დადგენას 1992 წელს გადამწვარი სუკის არქივი ართულებს. გადასახლებაში დაღუპულთა ოდენობა ცალკე სტატისტიკაა.


მხოლოდ ცნობილი ადამიანების ნაწილს თუ გავიხსენებთ მათი არასრული ჩამონათვალი ასეთი იქნება: კოტე აფხაზი, ლევან რაზიკაშვილი, ვალიკო ჯუღელი, მიხა ხელაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ვახტანგ კოტეტიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ნიკოლო მიწიშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი მაზნიაშვილი, მემედ აბაშიძე, ევგენი მიქელაძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, ვლადიმერ ჯიქია... საკუთარი სახლებიდან გამოძევებულ დახვრეტილთა ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში „ხალხის მტრების შვილების“ იარლიყის ტარება უხდებოდათ.


მეორე მსოფლიო ომს 300 000 ქართველი შეეწირა. მტრის არმიის სასარგებლოდ, იქნებოდა ეს არაბეთი, მონღოლეთი, თუ სპარსეთი საქართველოს საუკუნეების წინაც უხდებოდა ომი, მაგრამ ასე მოკლე დროში, ამდენი ადამიანი ადრე არ დაღუპულა. რიცხვი 300 000 საქართველოს მოსახლეობის 10%-ს შეადგენდა. რა მოხდებოდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო ამ დროს? ჰიტლერმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. ოკუპირებულ საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა თუ ნორვეგიაში მსხვერპლის ოდენობა 0.5-2 პრეოცენტის ფარგლებში მერყეობდა, გამოდის რომ ალტერნატიულ ისტორიაში მეორე მსოფლიო ომს 250 000 ქართველით ნაკლები შეეწირებოდა. ომის დასრულების შემდეგ კიდევ ათასობით ჯარისკაცმა სიცოცხლე გადასახლებაში ტყვედ ჩავარდნის ბრალდებით დაასრულა. მხოლოდ ქერჩის რუტეში 70 000-ზე მეტი ქართველი დაიღუპა. არსებობს არც თუ უსაფუძვლო ვარაუდი რომ ეს უბრალო ტრაგედიას კი არა მიზანმიმართულ გენოციდს წარმოადგენდა.


1956 წლის 9 მარტს სხვადასხვა მონაცემებით 150-დან 500-მდე ადამიანი შეეწირა ზოგი წყაროს ცნობით უფრო მეტიც. ავღანეთის ომში ოფიციალურად 130. 9 აპრილს 21 ადამიანი ემსხვერპლა.


საბჭოთა მმართველობის დროს დაიხურა, დაინგრა ან დანიშნულება შეეცვალა 1500-ზე მეტ ეკლესიას. იძლებითმა კოლექტივიზაციამ, დიდი წარმოებისა თუ მცირე დუქნების მესაკუთრეებისთვის ჩამორთმევამ შედეგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიღო.


სსრკ-ს მემკვიდრემ რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოსთან 17 წელიწადში 1991-2008 წლებში 5 ომისა და პუტჩის მოწყობაც მოასწრო. პირდაპირ საომარ კამპნანიებს 30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი საკუთარ ქვეყამაში დევნილად იქცა, დევნილობაში მოკლეს პირველი პრეზიდენტი, 78%-იანი ვარდნის შედეგად სრულიად გაჩანაგდა ეკონომიკა.


ევროპის სახელმწიფოებიდან შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე PPP დათვლით $11 000-ს სულ რამდენიმე ქვეყანაში ჩამორჩება, მათ შორისაა საქართველო -$10 700, სომხეთი - $9700, უკრაინა - $8600, მოლდოვა - $5700. $20 000-ზე ნაკლები შემოსავალი აქვთ აზერბაიჯანსა და ბელარუსს. თითიეულ მათგანს საბჭოთა წარსული აერთიანებს. ლატვიის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 28 000 დოლარია, ესტონეთისა და ლიეტვუას შემთხვევაში შესაბამისად $31 700 და $33 000. გასაკვირი არცაა ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირში 20 წლით ნაკლები გაატარეს. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ფინეთი და ესტონეთი განვითარების ერთ დონეზე იყვნენ, დღეს ფინეთი ესტონეთზე 1.5-ჯერ მდიდარია და მსოლიოში საუკეთესო საშუალო განათლების სისტემა გააჩნია. 1939 წელს ფინეთმა ტერიტორიის 10% დაკარგა, მაგრამ გაწითლებას გადარჩა, რაც აისახა კიდეც მის განვითარებაზე.


საქართველო დღეს 4.5-ჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე 25 წლის წინ, თუმცა ამდენივეჯერ ან უფრო მეტჯერ მდიდარი იქნებოდა რომ არა 1921 წლის 25 თებერვალი. რომ არა ოკუპაცია განსხვავებული იქნებოდა საქართველოს რუკაც.


მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


კონდოლიზა რაისის განცხადებით 2008 წელს თბილისი ვაშინგტონის ძალისხმევით გადარჩა


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები