• Ƀ/$

ციფრული ვალუტების ღირებულება შემცირდა

25 თებერვალი 12:13 | კრიპტოეკონომიკა

ერთკვირიანი მატების შემდეგ ციფრული ვალუტები ისევ გაუფასურდა. ჯამური კაპიტალიზაცია $15 მლრდ-ით $128 მლრდ-მდე შემცირდა.

ბიტკოინი 8.5%-ით გაუფასურდა და მისი ფასი ახლა $3835-ს შეადგენს. ვარდნამდე მისი ფასი $4000-ს აღემატებოდა. ეთერიუმმა 15% დაკარგა, თუმცა კაპიტალიზაციის რეიტინგში მეორე ადგილი შეინარჩუნა. 15-15 პროცენტით შემცირდა ეოსის, ლაითკოინისა და ბიტკოინ ქეშის ფასებიც. რიპლი 10%-იან ვარდნას დასჯერდა.


$100 მლრდ-იანი კაპიტალიზაცია 15 ნოემბრის შემდეგ აღარც ერთ ვალუტაც აღარ ჰქონია. 10 მლრდ-იანზე მეტი კაპიტალ;იზაცია ამჟამად სამ ვალუტას, ბიტკოინს, ეთერიუმსა და რიპლს გააჩნიათ, კიდევ 9 ციფრული ვალუტის კაპიტალიზაცია კი $1 მლრდ-ს აღემატება.  


სხვა სიახლეები